თბილისის მერია

დავით ნარმანია და მისი მოადგილეები მოქალაქეებს შეხვდებიან

დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოქალაქეებს მეორედ მიიღებს. შეხვედრა 14:00-ზე დაიწყება. მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მარიამ შელეგიას თქმით, მოსახლეობას თბილისის მერის გარდა, მისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსებიც შეხვდებიან. 

"მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რაც საჭიროა, რომ მოხდეს მერთან, მის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან შეხვედრა: მოქალაქემ უნდა დაწეროს წერილობითი განცხადება, მოქალაქის წერილობითი განცხადების გარეშე არ ხდება მათი მიღება. ვთხოვ, რომ კონკრეტულად მიუთითონ ის საკითხი, რაც სჭირდებათ. პირად შეხვედრაზე მერთან დაწერილი განცხადებები ძალიან რთულად გასარკვევია, დაახლოებით 2 ათასამდე განცხადება შემოვიდა პირად საკითხთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ვთხოვთ, რომ კონკრეტულად მიუთითონ ის საკითხი, რა პრობლემითაც არიან მოსული განცხადების შემოსატანად", - აღნიშნა შელეგიამ და დასძინა, რომ გასული ორშაბათი მძიმე იყო, თუმცა მერია ცდილობს ყველაფრის მოწესრიგებას. 

"წინა ორშაბათს იყო 413 მოქალაქე განცხადებით მოსული და ყველა მათგანი მივიღეთ. პირველი დღე იყო და ღამის ცხრა საათამდე გაგრძელდა მიღება, თუმცა მიღების საათები არის 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. დღეს გაკეთებულია სპეციალური სიები იმ წერილების ანალიზის შესაბამისად და ყველა სამსახური, მერის მოადგილეები თუ მათი აპარატები უკავშირდებიან იმ მოქალაქეებს, რომელთა მიღებაც მოხდება დღეს", - თქვა შელეგიამ და დაამატა, რომ მოქალაქეების წერილებს მერია მთელი კვირის განმავლობაში იღებს. 

კომენტარები