Ice bucket challenge

Ice bucket challenge-ის ერთ-ერთი შემქმნელი კორი გრიფინი დაიხრჩო

businessinsider.com

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS) წინააღმდეგ ბრძოლისათვის ice bucket challenge-ის ერთ-ერთი შემქმნელი კორი გრიფინი უბედური შემთხვევის შედეგად, ყვინთვის დროს დაიხრჩო.

27 წლის გრიფინმა ice bucket challenge ინტერნეტსენსაციად აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი ჩაერთო და უკვე 23 მილიონ ამერიკულ დოლარამდე შემოწირულობა მიიღო.

კორი გრიფინის შექმნილი გამოწვევა შემდეგში მდგომარეობს - ადამიანმა, რომელსაც გამოიწვევენ, თავზე ყინულებით სავსე წყალი უნდა გადაისხას, მას ამისათვის 24 საათი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 დოლარი უნდა გადარიცხოს, გადასხმის შემთხვევაში კი - მხოლოდ 10. წყლის გადასხმის შემდეგ კი თავად უნდა გამოიწვიოს სამი ადამიანი.

ამ საქველმოქმედო აქციაში არაერთი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. მარკ ზაკერბერგმა, ბილ გეითსმა, მაიკლ ჯორდანმა, კრიშტიანო რონალდომ, ლებრონ ჯეიმსმა და სხვა არაერთმა ვარსკვლავმა თავზე ყინულებით სავსე წყლის გადასხის ვიდეო გაავრცელა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც მიიღო აქციაში მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა ვინ დიზელმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოიწვია.

კომენტარები