ომი უკრაინაში

უკრაინაში კრიზისის საპასუხოდ NATO სწრაფი რეაგირების არმიას ქმნის

NATO სწრაფი რეაგირების არმიის შექმნას აპირებს. ძალები მინიმუმ 10 000 კაცისგან შედგება და მისი შექმნის ინიციატივით დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნიდერლანდები და ნორვეგია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც პროექტში უკვე მონაწილეობენ, ხოლო კანადამ სურვილი გამოთქვა, მისი ნაწილი გახდეს.

ეს იქნება უკრაინაში რუსულ აგრესიაზე ჯერჯერობით NATO-ს ყველაზე თამამი პასუხი. NATO-ს მისიაა, შექმნას სრულყოფილად არმია. რომელიც საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ბრძოლისათვის მუდამ მზად იქნება. სათავეში არმიას დიდი ბრიტანეთი ჩაუდგება.

კომენტარები