ლტოლვილები სირიიდან

2 დღეში თურქეთის საზღვარი 130 ათასამდე სირიელმა ქურთმა გადაკვეთა

pressherald.com

2 დღეში თურქეთის საზღვარი 130 ათასამდე სირიელმა ქურთმა გადაკვეთა. მათი უდიდესი ნაწილი ქალაქ კობანედანაა, რომელსაც ისლამური სახელწიფოს ტერორისტები უტევენ. თურქეთში მცხოვრებმა ქურთებმა საზღვრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მოაწყვეს და საზღვრის გარღვევა სცადეს. პოლიციამ მათ წინააღდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

თურქეთმა სირიასთან საზღვრის ნაწილი მას შემდეგ გადაკეტა, რაც სირიელმა ლტოლვილებმა თურქეთში მასობრივად შესვლა დაიწყეს. ამ დრომდე თურქეთის ტერიტორიაზე მილიონამდე სირიელი ლტოლვილი უკვე იმყოფებოდა. 

კომენტარები