საქართველო-თურქეთი

თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა

0 კომენტარი

თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მიმდინარე წლიდან, თურქეთის თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი მინიმუმ 10 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244-საათიანი სწავლების პროგრამა ამოქმედდება. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის (კავკასიის ქარი) ავტორი, ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ციმნარიძე) და ანკარელი მწერალი ქევსერ რუჰი (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში კი - ქევსერ რუჰთან ერთად, პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები