კაუკასუს ონლაინი

კავკასუსი: კომპანია პასუხს არ აგებს სერვერზე განთავსებულ მასალებზე

სატელეკომუნიკაციო კომპანია კავკასუს ონლაინი ოფისში კრიმინალური პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"კავკასუს ონლაინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავ ორგანოებზე გასცემს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 1 ოქტომბერსაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესრულება. მომხმარებლის მიერ სერვერის სასერვეროში განთავსება ანუ კოლოკაცია, კავკასუს ონლაინის, ისევე როგორც სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ. კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას ხელშეკრულება არეგულირებს, რომლის თანახმად, კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ კონტენტზე (სერვერზე განთავსებული ინფორმაცია), რაც დევს სერვერზე", - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კავკასუს ონლაინში 1 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კრიმინალური პოლიცია შევიდა. პოლიციამ კავკასუსის ოფისიდან სერვერები ამოიღო, რომლებზეც განთავსებული იყო დიდი რაოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიული მასალები.

კომენტარები