არეულობა თურქეთში

თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას ცალმხრივად არ აპირებს

თურქეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას ცალმხრივად არ აპირებს - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, "არ არის რეალისტური იმის მოლოდინი, რომ თურქეთი სახმელეთო ოპერაციას მარტო ჩაატარებს".

ისლამური სახელმწიფოს ძალები საზღვრისპირა ქალაქ კობანეზე შეტევას განაგრძობენ. თურქეთში შეტაკებები ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის გრძელდება, არეულობის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ქურთების აღშფოთების მიზეზი მთავრობის არასაკმარისი რეაქცია გახდა ისლამისტების შეტევაზე, რომელიც ქურთებს გენოციდით ემუქრება.

კომენტარები