აქცია პრემიერის სახლთან

ბოკერია: რასაც პრემიერი დესტრუქციულ მოქმედებებს ეძახის, სიტყვის თავისუფლებაა

Giga Bokeria
Tabula

პრემიერის სახლთან აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ პრემიერ ღარიბაშვილის კომენტარს ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, თავისუფალი პროტესტის აღკვეთა ძალადობივი ზომებით, პირიქით, გააათმაგებს პროტესტს.

"ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი და ბრიყვული განცხადება ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისგან, თითქოსდა ისინი არ დაუშვებენ დესტრუქციულ მოქმედებებს ქვეყანაში. ის რასაც ღარიბაშვილი დესტრუქციულ მოქმედებებს ეძახის, ეს არის რეალურად სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური თავისუფლება. მე მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი და მთელი მისი გუნდი ღარიბაშვილის მეთაურობით - თავისუფალი პროტესტის აღკვეთა ამ ზომით და ჩახშობის მცდელობა კი არ აჩერებს ამ პროტესტს, არამედ აათმაგებს ამ პროტესტს. ამ მეთოდით ისინი პროტესტს ვერ გააჩერებენ", - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ კვირას 19 ოქტომბერს პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე შვიდი პირი დააკავეს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროვოკატორები სწორედ აქციის მონაწილეები იყვნენ და ისინი დესტრუქციულ მოქმედებებს სჩადიოდნენ.

კომენტარები