მაუწყებლობის შესახებ კანონი

სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა

მაუწყებლებს ეთერში, შესაძლოა, იმ სოციალური რეკლამების გაშვება მოუწიოთ, რომლებიც მათი აზრით არა სოციალური, არამედ პოლიტიკური ან მათი სარედაქციო პოლიტიკისთვის მიუღებელია. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით დავას, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის წარდგენილი რეკლამა სოციალური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტს.

ამ ცვლილებას მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტს.

კომენტარები