IRB-ის ჯილდო ივანიშვილს

IRB-მ რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

IRB ამ ჯილდოს ყოველწლიურად გასცემს. საბჭოს ვებგვერდზე ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ივანიშვილის ფონდ ქართუს მიერ ქართულ რაგბიში განხორციელებულ პროექტებზეა საუბარი.

"ფონდმა ქართუმ ააშენა 23 სარაგბო სავარჯიშო და სათამაშო ინფრასტრუქტურული ნაგებობა, მათ შორის, თბილისში შევარდენის და ავჭალის სტადიონები. 2008 წლიდან მოყოლებული, ფონდი ქართულ რაგბის 100 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარა. ფონდ ქართუს დამსახურებით, რაგბი ახლა საქართველოში სპორტის წამყვანი სახეობაა", - ნათქვამია IRB-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში.

კომენტარები