კანონი ფარული მოსმენების შესახებ

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელიას კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58 -ს წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. 

საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენწი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა.კანონპროექტებს ხმა 61-მა დეპუტატმა მისცა, 71-მა კი წინააღმდეგ.  

ხმალაძის კანონპროექტს ხმა ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა  - ვანო კიღურაძემ, თამარ კორძაიამ და ელისო ჩაფიძემ, მისცა. 

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის მიხედვით, ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, მეორე კი მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვახტანგ ხმალაძე კი ფარული მოსმენის გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითხოვდა. ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მხარს ხმალაძის კანონპროექტს უჭერდნენ. 

პარლამენტმა ფარული მიყურადების შესახებ კანონი 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. პრეზიდენტმა კანონპროექტის მომზადების 2015 წლის თებერვლამდე გადავადებას ვეტო 31 ოქტომბერს დაადო.

კომენტარები