თანამდებობიდან წასვლა

გავრცელებული ცნობით თანამდებობა კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნებმა დატოვეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ერთად, კრიმინალურ პოლიციაში თანამდებობა ათზე მეტმა სამსახურის და დეპარტამენტის უფროსმა დატოვა.

პირველი რადიოს ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულია სუს-ის უფროსის მოადგილე დავით მხეიძეც.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანმდებობა შესაძლოა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსმა გიგი დალაქიშვილმა და სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმაც დატოვოს.

გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზედელაშვილმა თანამდებობა 11 დეკემბერს დატოვა. შსს თავდაპირველად არც მაშინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებდა. მოგვიანებით ზედელაშვილის თანამდებობიდან წასვლა თავად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ზედელაშვილის გარდა ბოლო დღეებში თანამდებობა დატოვა რამდენიმე იმ თანამდებობის პირმა, ვინც თამაზ თამაზაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კადრებად მოიაზრებოდა. მათ შორის არიან ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი. ასევე, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე.

კომენტარები