იური ვაზაგაშვილის საქმე

ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს ვაზაგაშვილის საქმე ეფექტიანად გამოიძიოს

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით და პირველ რიგში უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, "საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას 2015 წლის 20 იანვარს მომხდარი დანაშაულის – იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მონიტორინგს განახორციელებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე" - წერს ნანუაშვილის პრესსამსახური.

კომენტარები