ვაზაგაშვილის საქმე

ივანიშვილი მზად არის პროკურატურასთან ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ითანამშრომლოს

ტაბულა

ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საზოგადოებრივ დარბაზ ჯაზუში იური ვაზაგაშვილის ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ განუცხადა. ივანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გარდაცვალებამდე მართლაც შეხვდა ვაზაგაშვილს. 

"მე ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბატონ იურის... პრაქტიკულად, ვისზეც ეჭვი ჰქონდა ბატონ იურის, ყველა ხვდებოდა პასუხისმგებლობის ქვეშ. გვარებიც ბევრი დაასახელა და როგორც მითხრა, გამოძიებამ იცის მათ შესახებ...ბატონი იურისგან მე ვიცი, რომ გამოძიება დასასრულ ფაზაში შედიოდა, ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან" - განაცხადა ივანიშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის გადაწყვეტილებას.

კომენტარები