ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NATO-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვედრაზე.

"მხარეებმა NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების იმპლემენტაციის გეგმაზე იმსჯელეს და პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელების პერსპექტივები დასახეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ასევე საქართველოში ვიზიტისთვის, რაც უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისკენ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა", - ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები