ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში

ვერშბოუ: ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია რეფორმები, კანონის უზენაესობა

რადიო თავისუფლება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს ყველა პარტიასა და მოქალაქეს მოუწოდა, უკეთესი მომავლისა და ინსტიტუტების დემოკრატიზაციისთვის ითანამშრომლონ. ვერშბოუმ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

"მოვუწოდებ საქართველოს ყველა პარტიას და ყველა მოქალაქეს, ითანამშრომლონ საქართველოს უკეთესი მომავლისა და ინსტიტუტების დემოკრატიზაციისათვის. მე ძალიან მაღალი თვალსაზრისით ვაფასებ იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ჩატარდა და პრიორიტეტული რეფორმების სიაში აქვს საქართველოს მთავრობას. არა მხოლოდ თავდაცვის სექტორი იგულისხმება რეფორმების თვალსაზრისით, აქ იგულისხმება კანონის უზენაესობა, მმართველობის გაუმჯობესება ყველა დონეზე, ეს გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი.

ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, გასული წლის სამიტის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ ძალზე მნიშვნელოვანი საქართველო-NATO-ს პაკეტის გაძლიერება, რაც საქართველოს თავდაცვითნარიანობას ამყარებს, მის თავსებადობას NATO-ს ქვეყნებთან აღრმავებს. აღნიშნული პაკეტი მოამზადებს საქართველოს NATO-ს წევრობისათვის. პაკეტის ნაწილის თვალსაზრისით, ტრენინგისა და შეფასების ცენტრის დაარსებაზე ვისაუბრეთ და ხვალ მექნება ვიზიტი ერთ-ერთ ადგილსაც, სადაც შესაძლებელია ცენტრი გაიხსნას.

საქართველო და ჩვენ ერთგულები ვართ იმ იდეისა, რომ ცენტრი უნდა შევიდეს და დაიწყოს მოქმედება წლის ბოლომდე, რაც მისცემს საშუალებას საქართველოს გააუმჯობესოს, გააძლიეროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი. იგი სხვა მოკავშირეებისთვის და NATO-ს პარტნიორებისთვისაც იქნება გახსნილი, რადგანაც საქართველოს გეოგრაფია და მისი შეიარაღებული ძალების მაღალი მომზადების დონე ერთად ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომ ფართო ჯგუფთან, პარტნიორებისა და მოკავშირეების ჯგუფთან მოხდეს ტრენინგის ჩატარება და თავსებადობის ამაღლება დაინტერესებულ ქვეყნებთან.

იქნება ნათელი გამჟღავნება NATO-ს ვალდებულებებისა საქართველოს მიმართ და იმ მიზნების განხორციელებისა, რომელიც NATO-საქართველოს პაკეტში არის გაწერილი. ჩვენ გვაქვს კიდევ დარჩენილი სამუშაო და დღეს მე მქონდა განხილვა ბატონ მინისტრ ჯანელიძესთან, ბატონ მინისტრ ბაქრაძესთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფართო სპექტრზე. დაგეგმილი მაქვს სხვა შეხვედრები, ოპოზიციის წევრებთან, ოპოზიციონერ პარლამენტარებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ეს არის საერთო ძალისხმევა და ჩვენ საქართველოს დავეხმარებით წარმატების მიღწევაში", - განაცხადა ვერშბოუმ [პირდაპირი თარგმანის შიფრი]

კომენტარები