უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი შეემატა. პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩევლად აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე დაინიშნა.
ვარშალომიძე უკანასკნელი თვეების მანძილზე უკრაინელებს იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში ეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ - ეკა ზღულაძე. უკრაინის იუსტიციის პირველ მოადგილედ კი გია გეწაძე დაინიშნა.