ე.წ კორტების საქმე

დარჩიაშვილი ფირცხალავას დაკითხვაზე: ეს იქნება კიდევ ერთი კუდიანებზე ნადირობა

radiotavisupleba.ge
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების სავარაუდო დაკავებას საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკურ დევნად აფასებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ვაზაგაშვილების საქმის გამოძიების პროცესი აბსოლუტურად პოლიტიზებულია.
 
"ყოველგვარი განსჯის გარეშე პირდაპირ იშვერენ თითებს პოლიტიკური ჯგუფები ან ხელისუფლებასთან აფილირებული მოკრიმინალო ჯგუფები ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაკენ. ამას კამპანიურად აყოლებენ ყოფილი სამართლადამცავების დაპატიმრებას. ეს იქნება კიდევ ერთი კუდიანებზე ნადირობის პროცესი, რომელიც კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს დემოკრატიულ პერსპექტივას საქართველოში", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
 
მთავარი პროკურატურა პოლიციის ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს - ირაკლი ფირცხალავას, კობა ნაკანს, ალექსანდრე ციმაკურიძეს, გიორგი ცაბაძეს და ლევან ბეროძეს კითხავს. საგამოძიებო უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა განცხადებას დაკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. დაკითხვა, სავარაუდოდ, ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. 

კომენტარები