ვახტანგ გომელაურის ინტერვიუ

გომელაური: იური ვაზაგაშვილმა ვინც მოითხოვა, სამსახურებიდან განთავისუფლდა

ტაბულა

გაზეთ კვირის ქრონიკასთან ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ მან მოითხოვა ყველა იმ ადამიანის სია, რომელსაც გახმაურებულ საქმეებთან კავშირი ჰქონდა, აცხადებს, რომ ის ბრალს ვერავის დასდებს. აღნიშნულ კომენტარში ის ასევე ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურიდან რამდენიმე პირი გათავისუფლდა.

"მიმდინარეობს გამოძიება, მე ბრალს ვერავის დავდებ, თუნდაც ვაზაგაშვილის საქმე ავიღოთ. თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება. ბრალს უყენებს პროკურატურა, ეჭვის დონეზე, ჩვენ რომ ადამიანები სამსახურიდან გავანთავისუფლოთ, სწორი არ იქნება. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა სამსახურიდან მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.

მათ გვარებს უკვე აღარ გავიმეორებ, უკვე ყველამ იცის. მოხდა მათი სამსახურებიდან განთავისუფლება, დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავენი, ყველა დაისჯება. თუ ადამიანს ბრალი არ მიუძღვის და ვიღაცამ ბატონ იურის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ესა თუ ის პიროვნება სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა, იმ ავბედით დღეს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა იქ და ყველას ვერ დასჯი. მაგრამ ის ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დანაშაული დაფარა და პროკურატურა დაუმტკიცებს ამ დანაშაულს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის და სად მუშაობს, დაისჯება. ჩვენ შვილები გვეზრდებიან და დამნაშავეებს ხელი არ უნდა დააფარო", - განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები