მაუწყებლობის შესახებ კანონი

ჭიაბერაშვილი: ხელისუფლებას ტელეკომპანიების შემოსავლების შეზღუდვა უნდა

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვარიანტს მეორე მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რვა მომხრით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კანონპროექტში კერძო მაუწყებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები ნაწილობრივ გაითავალისწინეს, კერძოდ, პროექტიდან ამოღეს ის მუხლი, რომელიც არეგულირებდა ანონსებში სპონსორების გამოცხადების საკითხს.

კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ სადავოდ რჩება რეკლამის განთავსებისთვის ერთ საათში გამოყოფილი 20%-იანი ზღვარი და ცვლილებების ამოქმედების დრო - 2015 წლის პირველი აპრილი. ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს საპარლამენტო უმცირესობაც.

"ევროკავშირის დირექტივა გვაძლევს საშუალებას, რომ აღნიშნული კანონმდებლობა ნელ-ნელა შევიდეს ძალაში. ჩვენ ამისთვის, რაღაც ნაწილში სამი, რაღაც ნაწილში ხუთი წელიწადიც კი გვაქვს. რატომღაც დღეს ხელისუფლება ჩქარობს, რომ მიიღოს ეს კანონი, რომელიც საზიანო იქნება დამოუკიდებელი მედიისთვის. რაც აღძრავს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიების თავისუფლების, მათი შემოსავლების შეზღუდვა უნდა", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

კომენტარები