კრიზისი უკრაინაში

WSJ: მერკელმა პუტინს ულტიმატუმი წაუყენა

REGIS DUVIGNAU / REUTERS

ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ The Wall Street Journal დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ოთხშაბათამდე სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება, გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მერკელმა პუტინი პირად საუბარში გააფრთხილა, რომ ამ შემთხვევაში წინააღმდეგობას აღარ გაუწევს შეერთებული შტატების განზრახვას, უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

სავარაუდოდ, სწორედ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საკითხებზე, გერმანიის კანცლერი ამერიკის პრეზიდენტთან იმსჯელებს. ანგელა მერკელი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც ბარაკ ობამასთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებსაც განიხილავს. ცნობილია, რომ გერმანის კანცლერი საჯაროდ არ ემხრობა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გეგმას, რომელიც ამჟამად ამერიკის ადმინისტრაციაში განიხილება.

კომენტარები