რუსეთ-საქართველო

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროსვე ცნობით, შეხვედრის თარიღი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბრისას გადაწყდა. საკითხთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძე მთავრობის კანცელარიაში დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა თამარ ბერუჩაშვილთან ინტერვიუ, რომელშიც საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავდა, რომ რუსეთმა და საქართველომ შეაჩერეს არაფორმალური დიალოგი სავაჭრო საკითხებზე. მოგვიანებით, მინისტრმა უარყო გავრცელებული ცნობა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგის ან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა არ უგულისხმია, რადგან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამაზე პასუხად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინტერვიუს ორიგინალი, რომელშიც ბერუჩაშვილი მართლაც საუბრობს რუსეთთან დიალოგის შეჩერებაზე.

კომენტარები