iDo.ge

iDo.ge - დისტანციური დასაქმების პლატფორმა

კომპანიების თუ კერძო პირების მხრიდან ძირითად შტატში მიღების გარეშე, ხანმოკლე თანამშრობლობის მიმართ მზარდი ინტერესი - ის ძირითადი მიზეზია, რომლის გამოც გაჩნა პროექტი - iDo.ge

პროექტი სოციალური მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს საქართველოში დისტანციური თანამშრომლობის (freelance) კულტურის დამკვიდრებას და ზოგადად დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში ხელშეწყობას.

საიტი მორგებულია თანამედროვე დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებას. აქ ნებისმიერი მსურველი (შემსრულებელი, ფრილანსერი) საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსებიდან გამომდინარე, ათავსებს მომსახურების წინადადების შემცველ განცხადებას, განცხადების ავტორი კონკრეტულად აღწერს მომსახურების მოცულობას და საშუალება აქვს სასურველი ანაზღაურება წინასწარ დააფიქსიროს დამკვეთთან. გამომდინარე აქედან, დამსაქმებელს არ ეკარგება დრო კადრის ძიებისთვის მას (დამკვეთს) საიტზე შესვლისთანავე, საშუალება აქვს რომ, მომსახურება დისტანციურად, ხელსაყრელ ფასად მიიღოს. ასეთი ტიპის დასაქმება გარკვეული უპირატესობების გამო მთელ მსოფლიოში არის პოპულარული. ამავე დროს დღითიდღე მატულობს როგორც დისტანციურად მუშაობის მსურველთა, ასევე დამსაქმებელთა რიცხვი.

ხარისხის და სანდოობის შესანარჩუნებლად, პლატფორმა აღჭურვილია ცალკეული მომსახურების შედეგებზე დამყარებული სარეიტინგო სისტემით. დამკვეთი და შემსრულებელი თავად აფასებენ ერთმანეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხს. ასევე დახვეწილია ფულადი ტრანზაქციების სისტემა. შრომის ანაზღაურება სრულდება დაცული ელექტრონული გადარიცხვების სერვისით. გამომუშავებული თანხის განაღდება ან ანგარიშის შევსება, შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათებით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით.

მომხმარებელთა ფინანსური რისკების შესამცირებლად, მიღებულია მომსახურების ფასების შედარებით დაბალი ზღვარი. ყველა დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება. გადახდილი თანხა იბლოკება და ირიცხება შემსრულებლის ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ნამუშევრის მიღების დასტურის შემდეგ. ამასთან ერთად ზემოდ აღნიშნული რეიტინგების საფუძველზე შეიქმნება, ეგრეთ წოდებული „ვერიფიცირებულ" (სანდო) შემსრულებელთა და დამკვეთთა ბაზა. შედეგად მათ მიეცემათ გაცილებით ძვირადღირებულ პროექტებში დისტანციური თანამშრომლობის საშუალება.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე iDo.ge, რთულად დასაგეგმი გრაფიკის გამო გამოადგებათ სტუდენტებსაც. ცოდნის და ნიჭის პრაქტიკაში გამოყენებასთან ერთად ისინი შეძლებენ დამატებითი შემოსავლის მიღებას სწავლის განრიგის დარღვევის გარეშე, თავისუფალ დროს.

პლატფორმა ასევე სასარგებლო როლს ითამაშებს ადამიანებსაც, რომლებსაც გააჩნიათ გადაადგილების პრობლემა.

უპირატესობანი:

- უფასო და მარტივი რეგისტრაცია.
- მომსახურების შეთავაზების უფასოდ განთავსების შესაძლებლობა.
- სამუშაო საათების, საკუთარი სურვილის მიხედვით გადანაწილების საშუალება.
- მიღებული შემოსავლის განაღდების მარტივი და დაცული სისტემა.

- საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ერთდროულად რამდენიმე სფეროში თანმშრომლობის საშუალება.
- პოტენციური კლიენტურა და ადამიანური რესურსი ფაქტიურად უსაზღვროა.
- სახლიდან გაუსვლელად დასაქმების და ასევე მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მუშაობის თავისუფალი განრიგი.

- საიტზე გამოქვეყნებული ყველა განცხადების ავტორი და ასევე მისი დამკვეთი ავტომატურად აწერენ ხელს ელექტრონულ ხელშეკრულებას.
- დამკვეთის მიერ წინასწარ გადახდილი და დაბლოკილი თანხა გადაირიცხება შემსრულებლის ანგარიშზე სამუშაოს შესრულების და დამკვეთის მიერ მისი მიღების დადასტურების შემდგომ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდებს:
http://www.facebook.com/iDoGeorgia
www.ido.ge

კონტაქტი:
558 35 60 07
მოგვწერეთ:
[email protected]

ამჟამად ido.ge მუშაობს განცხადებების შეგროვების რეჟიმში. რაც იმას ნიშნავს რომ დამკვეთთა მოზიდვისაგან და მსხვილი სარეკლამო კამპანიისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ რათა შემდგომში მოზიდულ კლიენტებს შევთავაზოთ გენცხადებების და წინადადებების ფართო სპექტრი. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ვთავაზობთ ჩვენთან განცხადებების განთავსებას. ვიწვევთ აბსოლუტურად ყველას: სტუდენტებს, დიასახლისებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანებს ვისაც სურს თავისუფალი საათების შემოსავლად ქცევა. ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორი განცხადებები მიიღება შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ გვერდზე ქვემოდ განთავსებულ პუბლიკაციებში.

საიტზე განსათავსებელი პროფესიების და მომსახურების ჩამონათვალი
კატეგორიები:

(მოცემული ნუსხა არ წარმოედგენს სრულყოფილს და ატარებს მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს.)

1. გრაფიკა და დიზაინი.

- კარიკატურების, ილუსტრაციების და ანიმაციების დამზადება.
- ლოგოტიპის, სხვა-და-სხვა სიმბოლიკის და გრაფიკული ატრიბუტიკის დამზადება. (მომსახურების პირობების გათვალისწინებით)
- მარტივი ვებ გვერდის დიზაინის შემუშავება/შექმნა.
- ფოტო სურათის დამუშავება.
- პრეზენტაციის დიზაინი.
- ნახაზების დამზადება.

2. მართლწერა და თარგმნა.

- კოპირაიტინგი.CV-ს, ბიზნეს გეგმის, საპტეზენტაციო გამოსვლების ტექსტების დაწერა.
- ვებ საიტის ტექსტური კონტენტის მოფიქრება/დაწერა. (სტატია, აღწერა).
- ტქსტების რედაქტირება. ორფოგრაფიული/სინტაქსური/გრამატიკული შეცდომების გამოსწორება. შინაარსის, სტილისტიკის დამუშავება.
- თარგმნა.
- ტექსტის აკრეფა.
- დაკაბადონება.

3. IT & პროგრამირება.

- ვებ მასტერი. ვებ გვერდების შექმნა.
- საიტების მოდერაცია.
- საიტების ტესტირება.შესაძლო შეცდომების ან სხვა და სხვა "ბაგების" ამოჩენის მიზნით საიტის ან აპლიკაციის ტესტირება.
- პროგრამისტი. კომპიუტერული პროგრამების/აპლიკაციების შექმნა.(.Net, C++, CSS, HTML, Java, JavaScript, PHP...)
- iOS, Android, Windows mobile და სხვა-და-სხვა სატელეფონო აპლიკაციების შექმნა.
- მონაცემთა ბაზების შექმნა.
- ონლაინ რეჯიმში პროგრამების ინსტალაცია.

4. საჩუქრები და საჩუქრის იდეები.
- ყვავილების, საჩუქრების მიტანა (ქვეყნის საზღრებს გარეთ მყოფთათვის).
- მისალოცი ბარათები.
- სასიყვარულო ლექსის დაწერა.
- სხვა-და-სხვა თაიგულების, სათამაშოების, მაკეტების შექმნის ინსტრუქციები, ვიდეო ინსტრუქციები, ნახაზები.

5. რეკლამირება.

- კრეატივი. სლოგანი, სარეკლამო სტატიები.
- ფლაერების, სავიზიტო ბარათების,სარეკლამო ბანერების დამზადება. (დიზაინი).
- სარეკლამო, საპრეზენტაციო ტექსტების დაწერა.
- რეკლამის ტექსტის გახმოვანება.

6. ცხოვრების სტილი.

- პერსონალური ჰოროსკოპის შედგენა.
- მკითხაობა პიროვნების სურათზე, ხელის სურათზე, სახელით და გვარით და ა.შ. .
- გასხდომი/გამაჯანსაღელი დიეტები.
- პერსონალური დიეტის შემუშავება.
- პერსონალური ვარჯიშის განრიგის გათვლა.
- კულინარიული რეცეპტები.
7.კონსულტაცია და რჩევები.

- ფსიქოლოგის დახმარება.
- ბუღალტერის, იურისტის, ხელოსნის კონსულტაცია.
- ბრძენი ადამიანის ცხოვრებისეული რჩევები.

8. მარკეტინგი და სოც. მარკეტინგი.

- S.M.O. (Social Media Optimization). საიტების სოციალურ ქსელებში და მედიაში ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია.
- S.E.O. (Search Engine Optimization). საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის;

9. ბიზნესი.

- ბიზნეს იდეები.
- ბიზნეს გეგმის/სტარტეგიის მომზადება.

10. სასაცილო და სახალისო.

- ანეკდოტების მოფიქრება.
- პერსონალური ავატარის, კარიკატურის დახატვა.
- "სახუმარო, გაშაყირების პროექტები".
- ლექსები, ზღაპრები, სიმღერები ...

11. აუდიო ვიდეო.

- ნებისმიერი ტეხსტის გახმოვანება და მისი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის სახით მიწოდება.
- აუდიო რგოლის დამზადება/დამუშავება.
- ვიდეო რგოლის დამზადება/დამუშავება.

12. სხვადასხვა.

- საკურიერო მომსახურება.(ქვეყნის საზღრებს გარეთ მყოფთათვის)
- საშინაო დავალებები, შპარგალკები, საკონტროლოები

 

კომენტარები