ინფრასტრუქტურული პროექტები

პრემიერი მერებს და გამგებლებს შეხვდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, თბილისის მერი და თვითმმართველობის ხელმძღვანელები დღეს 15:00-ზე ქორთიარდ მარიოტში, პრემიერთან შეხვედრაზე არიან დაბარებულები. გაფართოებულ შეხვედრაზე მიმდინარე და გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელებენ. 

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრი იმ პრობლემებზე ილაპარაკებს, რის გამოც 2015 წლის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხების ხარჯვა არ დაწყებულა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გამგებლებთან შეხვედრის დაგეგმვა 5 მარტის მთავრობის სხდომაზე დაავალა. მან ასევე მოსთხოვა ნოდარ ხადურს, დეტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელი რაიონები არ/ვერ ხარჯავენ თანხებს.

"მე მინდა, საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. იმ გამგებლების, რომლებიც ამას ხელს უშლიან ან საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო", - განაცხადა პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა, ყველა გამგებელთან შეხვედრა მოაწყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები