აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: მოხარული ვარ, რომ თეთრმა სახლმა ჩემ შემცვლელად, იან კელი დაასახელა

ტაბულა

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მის შემცვლელად იან კელის წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოხარულია, რომ თეთრმა სახლმა იან კელის კანდიდატურა შეარჩია. 

"მიხარია, რომ თეთრმა სახლმა წელს, ჩემ შემცვლელად, ასეთი გამოცდილი და დაფასებული კოლეგა დაასახელა. ახლა მის კანდიდატურას აშშ-ის სენატი განიხილავს და დაამტკიცებს. თბილისში მის ჩამოსვლას ზაფხულის მიწურულს, ჩემი სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ველოდებით. პროფესიული დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია იმ ადგილის დატოვებაზე ფიქრი, რომელიც გაიცანი და შეიყვარე, მაგრამ ეს ამ პროფესიის თვისებაა. გამგზავრებამდე დარჩენილ თვეებში ჩემთვის კვლავ პატივი იქნება, გავაკეთო ყველაფერი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად, აგრეთვე დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად ამ შესანიშნავ და უძველეს მიწაზე", - ნათქვამია ნორლანდის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

კომენტარები