ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: საქართველოს ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს

0 კომენტარი
ფოტო: კვირის 2030

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აბსურდულს უწოდებს ოპოზიციის მოთხოვნას მთავრობის გადადგომის შესახებ და აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები საგარეო ფაქტორების დამსახურებაა.

"რაც მოხდა რეგიონში ამას უნდა ანალიზი და საქართველო ამის მსხვერპლია. ოპოზიციამ ლამის ფასების დავარდნა ნავთობზე ღარიბაშვილს, ხადურს ან კვირიკაშვილს დააბრალოს. ლარის დევალვაციის შიდა მიზეზი ვერცერთი ვერ დაასახელეს და იმ წუთში ამბობენ, რომ აი ჩამოშალეს ეკონომიკა", - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20-30-ში.

ივანიშვილს მტკიცებით, რეგიონული მოვლენების გათვალისწინებით, მოქმედი მთავრობის საქმიანობა წინა მთავრობის საქმიანობაზე უფრო წარმატებულია.

„2003 წელს, შევარდნაძის მთავრობის დროს, ეკონომიკური ზრდა იყო 11 პროცენტი, 2007 წელს, სააკაშვილის მთავრობის დროსაც, იყო 12 პროცენტი. მაგრამ არცერთ შემთხვევაში საქართველო ლიდერი არ ყოფილა ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპასა და რეგიონში. იზრდებოდა მთელი რეგიონი. 1998 წელს იყო კრიზისი, კრიზისი დამთავრდა და ყველა ქვეყანში და საქართველოშიც დაიწყო ზრდა.... ახლა კრიზისია ევროპაში, რეგიონში, 2014 წელს კი საქართველო თურმე პირველ ადგილზეა ევროპაში ზრდის ტემპებით. აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. 11 პროცენტიც იყო, 12 პროცენტიც იყო, მაგრამ არასდროს საქართველო ლიდერი არ ყოფილა რეგიონში და მით უმეტეს ევროპაში ზრდის ტემპებით", - განაცხადა ივანიშვილმა.

„როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ საქართველოში მიდის საოცარი აღმშენებლობა და მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს, ისეთი საოცრებებს ჩადის სააკაშვილი. გადაღება პლეხანოვის ქუჩა და ქალაქებს აშენებდა, საოცრებები ხდებოდა, ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ვერ ედრებოდა. სომხებს 14 პროცენტიც ჰქონდათ ამ დროს, ჩვენ თუ გვქონდა 12", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2015 წელს შეიძლება ზრდის ტემპი იყოს კიდევ უფრო დაბალი, მაგრამ საქართველო რეგიონში და ევროპაში ლიდერი შეიძლება ისევ იყოს.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები