სტიქია თბილისში

იყო თუ არა შესაძლებელი 13 ივნისს ვაკის სასაფლაოსთან ვერტმფრენის გამოყენება

13 ივნისის წყალდიდობის დროს ვერეს ხეობაში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის მდგარი სახლები გარესამყაროს მომენტალურად მოწყდა. ამ ადგილას 24 წლის ივლიტა ჯიბუტი და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია დაიღუპნენ. იმის შესახებ, რომ იმ ღამეს სამაშველო ვერტმფრენების გამოყენება შეუძლებელი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ღამესვე აცხადებდნენ. თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ქალაქში ღამით შვეულმფრენის გამოყენება ძალიან სარისკოა, მაღალი შენობების, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ხეების გამო. თუმცა ის ადგილი, სადაც ივლიტა და მარიამი დახმარებას ამაოდ ელოდნენ, მაღალი შენობებიდან და სხვა ამ ტიპის ინფრატრუქტურიდან შორს, ხევში მდებარეობს.

კომენტარები