მცოცავი ოკუპაცია

სახ. დეპ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

EPA

რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება.

"ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კვლავ მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები იმ პოზიციებამდე, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე იყო, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ასევე უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიღება", - თქვა პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები