დავით კეზერაშვილის საქმე

დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარაა

0 კომენტარი
ფოტო: AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიაში აღარ არის - ის ამ სიაში 2013 წლიდან, მას შემდეგ იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ბრალი წარუდგინა. 2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. ექს-ან პროვანსში გამართულ სასამართლო სხდომაზე ფრანგმა პროკურორმა მოსამართლეს უთხრა, რომ აუცილებელია, ქართულ მხარეს უარი ეთქვას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. როგორც პროკურორის სიტყვაში, ასევე მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებაშიც ხაზი ჰქონდა გასმული საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს.

კეზერაშვილი საქართველოში 2014 წელს გაამართლეს - მას პროკურატურა სპირტის უკანონო კონტრაბანდასა და ქრთამის აღებაში სდებდა ბრალს, თუმცა სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დავით კეზერაშვილს უკანასკნელი ბრალი რამდენიმე კვირის წინ, 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. საქმე მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევას ეხება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები