სატრანსპორტო პოლიტიკა

ხიდის რეაბილიტაციის გამო მარშალ გელოვანის გამზირი 120 დღით ჩაიკეტება

დავით აღმაშენებლის ძეგლი, მარშალ გელოვანის გამზირი
Anna Popova / panoramio.com

თბილისის მერიის ცნობით, დღეიდან ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი, მარშალ გელოვანის გამზირი 120 დღით ჩაიკეტება. დაკეტვის მიზეზი მარშალ გელოვანის გამზირზე, მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. ხიდის ავარიულობის გამო მოხდება კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი ხიდი აშენდება. მერიის ცნობით, ხიდის დემონტაჟი აუცილებელია, რადგანაც 1958 წელს აშენებულ ხიდს ბოლო რეაბილიტაცია 70-იან წლებში ჩაუტარდა.

მერიის ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: დავით აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით. 

ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს "მამისონი“ აწარმოებს, დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება

მდინარე დიღმულაზე არსებულ ხიდს უკანასკნელი ტექნიკური გამოკვლევა 2000 წელს ჩაუტარდა. 

კომენტარები