ხუდონჰესის მშენებლობა

ხაიშში 200-მდე ადგილობრივი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს

რუსთავი 2

ხაიშში 200-მდე ადგილობრივი ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლა მოხდა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითხოვენ შეხვედრას. მათი მოსაზრებით, მთავრობა უგუნურ პოლიტიკას ატარებს, რადგან ინვესტორს მიეცა უფლება, სამუშაოები დაეწყო.

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით კი, ჰესის მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არ გაცემულა.

"ნებართვა გაცემული იქნება მას შემდეგ, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ შენიშვნებს. შენიშვნების გადამუშავების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ, გავცეთ ნებართვა იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება გვექნება. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები", - თქვა აგულაშვილმა.

კომენტარები