მიგრანტების კრიზისი

facebook ლტოლვილების ინტერნეტით მომარაგებას უზრუნველყოფს

Facebook founder and CEO Zuckerberg speaks during a media event at the company's headquarters in Palo Alto
Norbert Von Der Groeben / REUTERS

facebook-ი ლტოლვილების ინტერნეტით მომარაგებას უზრუნველყოფს - ეს განცხადება მარკ ზაკერბერგმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კერძო სექტორის ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, სოციალური ქსელი უკვე მთავრობათაშორის დონეზე მუშაობს იმისთვის, რომ ინტერნეტი ყველასათვის გახდეს ხელმისაწვდომი. ნიუ იორკ ტაიმსის თქმით, ზაკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო მეტი ადამიანის Online-ში ჩართვა თავად facebook-ისთვის იქნება სასარგებლო.

„ეს არ არის ალტრუიზმი. ჩვენ ყველა სარგებელს მივიღებთ, თუ მეტად დავუკავშირდებით ერთმანეთს", - აღნიშნა მან მოგვიანებით.

ზაკერბერგს არ განუმარტავს, თუ როგორ აპირებს facebook-ი აღნიშნული მიზნის მიღწევას ან თავდაპირველად სად დაიწყება ლტოლვილებისთვის ინტერნეტის შეთავაზება, მაგრამ კომპანია Internet.org პრობლემაზე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს.

კომენტარები