საქართველოს ენერგეტიკა

კალაძე: საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკაში ასეთი აღმავლობა არ ყოფილა

დღეს წარვადგინეთ სამწლიანი მუშაობის შედეგები. რა პროექტები იქნა განხორციელებული, მათი მიმდინარეობა და რა იგეგმება სამომავლოდ. მე თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ენერგეტიკის დარგში. ეს ალბათ მედიამ, ექსპერტებმა, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. თუმცა მე ამაყი ვარ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არის დაწყებული და მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია ამ დარგს.

ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები