რუსთავი 2-ის საქმე

პატარაია: ჯიბის მოსამართლეები ვერ უნდა წყვეტდნენ ჩვენს ბედს

ყველაფერზე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება შედგეს საქართველოში. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული და ევროპული საზოგადოება და ეს იმას ნიშნავს, რომ ურთმელიძე და სხვა ჯიბის მოსამართლეები ვერ უნდა წყვეტდნენ ჩვენს ბედს. ჩვენ არ დავემორჩილებით სასამართლოში მოწყობილ ცირკს და ჩვენ არ დავთმობთ სიტყვის თავისუფლებას. აქ ზოგი საუბრობს, რომ "მოგწონს თუ არა რუსთავი ორი, ნაცები უფრო მოგწონს თუ ქოცები". ამას არ აქვს მნიშვნელობა, უფრო მაღალი რაღაც დგას დღეს, სიტყვის თავისუფლება დგას, რომელზეც დაშენებეულია მთელი ქართული, ის ჩანასახოვანი დემოკრატია, რაც ჩვენ გაგავაჩნია და დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას ანუ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, გავიმეოროთ თუნდაც რვა წლის წინანდელი ან თუნდაც უფრო ადრინდელი შეცდომები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო.

არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის წარმომადგენელი ბაია პატარაია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები