გზები

პრემიერი: ჩვენ ენმ-ზე მეტი გზა დავაგეთ, მაგრამ სხვადასხვა ხედებით არ ვხსნით

როცა სააკაშვილი მიდიოდა გზების გასახსნელად, როგორ აკეთებდა ამას – გზის ერთ მონაკვეთზე დააყენებდა საკუთარ კამერებს, ტელევიზიებს, რომლებიც აბსოლუტურად, სრულად კონტროლდებოდა მის მიერ, ჯერ ერთი მხრიდან გადაიღებდნენ ამ გზას, იტყოდნენ, რომ ნახეთ რა მაგარი გზა გავაკეთეთ, შემდეგ, მეორე ხედით იღებდნენ და იტყოდა, რომ სხვა გზა გავაკეთეთო. ასეთი ტყუილი იყო დამკვიდრებული საქართველოში. ჩვენ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ამ 3 წლის განმავლობაში დავაგეთ იმაზე მეტი გზა, ხიდი, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში. მაგრამ ჩვენ, მისგან განსხვავებით, გზას, ხიდებს და ა.შ. არ ვხსნით სხვადასხვა ხედებით. ეს არის ჩვენი მთავრობის მუშაობის სტილი. ჩვენ გელაპარაკებით მხოლოდ სიმართლეს. ჩვენი მედიის პირობებში, არათუ სხვადასხვა ხედებით გზის გაშუქება, არამედ ერთი გზის მონაკვეთის ან გზების, მაგისტრალების გაშუქებაც კი გვიჭირს, იმიტომ, რომ ამათ არ აინტერესებთ. ამათ აინტერესებთ, რომ დაგძაბონ მაქსიმალურად, მხოლოდ ნეგატივზე გააკეთონ აქცენტი. მაგრამ ჩვენ, ჩვენი მთავრობა პირადად ადგილზე ჩამოვალთ ყველგან და ადგილზე ჩაგაბარებთ ანგარიშს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

კომენტარები