ფარული ჩანაწერები

წულუკიანი ჩანაწერების გავრცელებაზე: უკრაინაში უნდა დაიწყოს გამოძიება

უკრაინაში, სადაც ნაციონალები თავად არიან პროკურორებიც, გუბერნატორებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, უნდა დაიწყოს გამოძიება, რომ დადგინდეს, საიდან მოხვდა ეს ჩანაწერები [უკრაინულ საიტზე]. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ არც რუსთავი 2-ის და საერთოდ არცერთი ჟურნალისტი საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეს. მივცეთ სასამართლოს გზა სწორი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისკენ. სტაბილურობის ფარგლებში, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერანაირი სააკაშვილი ვერ შეუქმნის საფრთხეს, უზრუნველვყოთ ზუსტად ის ხარისხი, და უფრო მეტი, თავისუფალი მედიის, მათ შორის რუსთავი 2-ისთვის, რომელიც არ დაიხურება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების უკრიანულ საიტზე გავრცელებაზე.

კომენტარები