რუსთავი 2-ის საქმე

დემურ გიორხელიძე ელჩებს: თქვენ, საერთოდ, ერთ უჯრედზე მეტი გაქვთ?

ისე, ჩვენში დარჩეს და... დასავლური ქვეყნების ელჩები [გვარებს არ დავასახელებ, ცნობილი ქართული ფრაზის მსგავსად!] ასეთ სისულელეებს სანამ უნდა ლაპარაკობდნენ და გაუგონარ უპატივცემულობას სანამ უნდა იჩენდნენ საქართველოს მიმართ?! სადისტებს, მწვალებლებს და დამნაშავეებს მფარველობდით და მფარველობთ და... ამას პრიმიტიული "დემოკრატიული ფასეულობების", "სიტყვის თავისუფლების" და "სასამართლოს დამოუკიდებლობის" დეკლარაციით ნიღბავთ. ამ დროს კი... სასამართლოს გადაწყვეტილებებს აკრიტიკებთ! თქვენ, საერთოდ, ერთ უჯრედზე მეტი გაქვთ? საქართველოში, არანაირი საფრთხე დემოკრატიას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. არაფერი ემუქრება...

ყველაფერ ამას საფრთხე რომ დაემუქროს, საქართველო ღრმა იზოლაციაში უნდა წავიდეს, რაც, პრაქტიკულად გამორიცხულია და შეუძლებელიც! ამიტომ, მოზომეთ სათქმელი და იქამდე ნუ მიიყვანთ საქმეს, დასავლეთის ხსენებაზე ხალხს ღებინებას აწყებინებდეს... თქვენი უაზრო მხარდაჭერებით დასავლეთის სახელი ისედაც უდიდესად დააზიანეთ და ახლა სულ ნუ გადაამლაშებთ!...
აზრზე არა ხართ ქართველის ბუნებაზე და ქართულ კულტურაზე [ამ სიტყვის ფართო გაგებით], - აზრზე რომ იყოთ, ასეთ უაზრო პოზიციას არ დაიკავებდით... არასწორად აფასებთ არსებულ მდგომარეობას, - ვერ გაგიგიათ, რა არის იმ მდგომარეობის მიზეზი, რა მდგომარეობაშიც ქართული სახელმწიფო იმყოფება. თქვენი ამ დონის შეცდომების სათავე პრიმიტივიზმია, - პრიმიტივიზმი აზროვნებაში, პრიმიტივიზმი პოლიტიკურ სიმპათიებში, პრივიტივიზმი სიტყვაში და პრიმიტივიზმი საქმეში!

რა გინდათ, აზრზე თუ ხართ?! რაციონალურად რომ ფიქრობდეთ, ასეთ უაზრო მხარდამჭერებს ადამიანებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც შეიძლება ავტორიტეტით სარგებლობდეს საქართველოში, მხარდაჭერას აღმოუჩენდით?! ესაა დასავლური პოლიტიკური პრაგმატიზმი? სადღაც აფრიკული განუვითარებელი ქვეყანა და საქართველო ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისგან და თავი მოგაქვთ მენტორებად და ჭკუის მასწავლებლებად... ბოლო ოცი წელია წესიერად და საქმიანად რომ დაგვხმარებოდით, დღეს ეს სახელმწიფო შეუდარებლად მაღალ საფეხურზე იქნებოდა... ამის ნაცვლად, ყალბი მხარდაჭერები ამჯობინეთ და... შეცდით, - დღესაც ცდებით!

p.s. მე ამერიკული ოჯახი მაქვს, - ამერიკელებს რომ დასჭირდეთ, ვალდებული ვარ მოხალისედ ჩავეწერო და ასეც მოვიქცევი... ჩემი ქალიშვილი, ამერიკელი სიძე და 3 შვილიშვილი -ბიჭები -
ამერიკელები არიან! მე ამერიკაზე ძალიან შემტკივა გული - იმიტომაც დავწერე ეს! ეს იშვიათად კარგი ქვეყანაა. აშშ-ს ელჩი ან აშშ-ს პრეზიდენტი არ არის ამერიკა. ამერიკა - ეს მისი საუცხოო ხალხია, პურიტანების შთამომავლები და თავდადებული თავისუფალი მშრომელები! საქართველოში არ ვიცით კარგად, რა ქვეყანაა აშშ და როგორია მისი ხალხი... ჩვენში აშშ-ზე შთაბეჭდილებას უპრინციპო გრანტსდახარბებული ყალბი"მედასავლეთელები" ქმნიდნენ, რომლებმაც დასავლურ დიდ კულტურას უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს და ეს დიდი კულტურა უზნეობის პროპაგანდამდე დაიყვანეს!

წერს ეკონომიკის სპეციალისტი დემურ გიორხელიძე Facebook-ზე.

კომენტარები