მარჯვენასაჭიანი მანქანები

ჯაფარიძე: მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შედეგი საპირისპირო იქნება

მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვის შედეგი იქნება ზუსტად საპირისპირო:

1. მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება, ეფიქრათ ასეთი მანქანებით ოჯახის რჩენა ან უბრალოდ პირადი მოხმარებისთვის შეძენა, აღმოჩნდებიან გაუარესებულ მდგომარეობაში.

2. ვისაც უკვე ჰყავთ ასეთი მანქანები - არსებული ქონების ფასი შეუმცირდებათ, რადგან ასეთი მანქანის გაყიდვა გართულდება.

3. მანქანები გაძვირდება - საშუალო ფასი აიწევს, რადგან იაფიანი მარჯვენასაჭიანი მანქანები აღარ შემოვა.

4. ეკოლოგია - შემოვა მეტი შედარებით ძველი მარცხენასაჭიანი მანქანა და გამონაბოლქვი იქნება უფრო მეტი.

5. სამთო ტურიზმი - სვანეთში ან სტეფანწმინდაში თუ ნამყოფი ხართ - მარჯვენასაჭიანი მიცუბიში დელიკა არის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის წყარო.

თბილისში არაერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საცობების, ისე პარკირების თუ გარემოს დაბინძურების მხრივ, მაგრამ ეს "გამოსავალი" არის იდიოტობა.

გირჩის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზე.

კომენტარები