ბოტანიკური ბაღი

აბესაძე მერს: თბილისელების ინტერესებს ივანიშვილის ახირებებს ნუ გადააყოლებთ

ახალი გზის მშენებლობა კიდევ უფრო ძვირი პროექტით, უფრო რთულ რელიეფზე და სხვაგან იგეგმება და ამისათვის დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას. ეს არის საბიუჯეტო სახსრების პირდაპირ გაფლანგვა და ეს არის ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა. აღმოჩნდა, რომ ის 500 ხე ტყუილად გავჩეხეთ და ეს არის კიდევ ერთი მორიგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ზუსტად ამიტომ მოვუწოდებთ თბილისის მერს, ივანიშვილის ახირებას ნუ გადააყოლებენ თბილისელების ინტერესებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები