კორცხელის ინციდენტი

შს მინისტრი კორცხელის ინციდენტზე: უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს

პირადად ვგმობ და ვემინჯები ძალადობას. ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. აქვე გეტყვით, რომ ემოციები, რაც საზოგადოებაში არსებობს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები. მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ აქტიურად გამოძიებასთან იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება. ამ ეტაპზე ეს შემიძლია, გითხრათ. უახლოეს საათებში თუ არა, დღეებში ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან უკვე. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. გამოძიება ჯერჯერობით სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით, კვალიფიკაცია შეეცვლება და სხვა მუხლით წარიმართება გამოძიება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 22 მაისს, შუალედური არჩევნებისას, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე.

კომენტარები