სავალდებულო გაწვევა

ხიდაშელი: როგორც ჩანს, სიცხის გამო ვთქვი, ერთპიროვნულად გადავწყვიტე-მეთქი

2016 წელი უნდა მოხმარებოდა 2017 წლიდან გაწვევის დასრულების მზადებას. ეს არ მოხდა. პარლამენტში საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე კანონპროექტიც ჩავარდა. მე, როგორც მინისტრი, ვალდებული ვიყავი, ბოლომდე დავლოდებოდი საკანონმდებლო პროცესს. შემდეგ საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო და რადგან აკრძალვა ვერ მოვასწარით, თავდაცვის სამინისტრომაც გაიწვია წვევამდელები. ეს გაწვევა რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. ძალიან მალე, აგვისტოში, ახალი გაწვევა იწყება, შესაბამისად, უნდა მესარგებლა დროის ლუფტით და ჩემი გადაწყვეტილება გამეცხადებინა... რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, [სავალდებულო გაწვევაზე] ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება-მეთქი, მართლაც უხეშად ჟღერს. როგორც ჩანს, სიცხის გამო ვთქვი ასე.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, თავდაცვის სამინისტროს მიერ სავალდებულო გაწვევაზე უარის თქმის შესახებ.

კომენტარები