ივანიშვილის კონკრეტული როლი, როგორ ერევა მთავრობის საქმიანობაში და რჩევას თუ ეკითხებიან, სიმართლე გითხრათ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ შევხვდი ყრილობაზე, როცა ამირჩიეს პოლიტსაბჭოში და ხელი ჩამოვართვი. ეს იყო მთელი ჩემი კონტაქტი ბატონ ბიძინასთან. არც მომერიდება თუ დამჭირდა, რაიმე რჩევა ვკითხო, თუ ექნება ამის სურვილი და დრო, რომ ეს გააკეთოს, მივალ და რჩევასაც ვკითხავ.