ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

გვიმრაძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება ცენტრისტების რეკლამის შინაარსს

ვიზიარებთ იმ მდგომარეობას და შეშფოთებას, რომელიც აქვს საზოგადოებას გასულ უფასო პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით. მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა და ჩარეულიყო მის შინაარსობრივ ნაწილში. კანონმდებლობა ცალსახად გვავალდებულებს მსგავს მოქმედებას, შესაბამისად, ეს რეკლამა განთავსდა ეთერში. რაც შეეხება მის შემდეგ ნაწილს, რაც პოლიტიკურ შეფასებებს ეხება, მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, თანამშრომლები ცალსახად ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც იყო გასული არსებულ პოლიტიკურ რეკლამაში. მინდა ხაზი გავუსვა იმ სამართლებრივ სისუსტეს, რომელმაც ამ პოლიტიკური რეკლამის განთავსება გამოიწვია, მათ შორის იმ საკანონმდებლო სისუსტეს, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამა განთავსებულიყო ეთერში. აქედან გამომდინარე, მსურს მოვუწოდო იმ ორგანოებს, რომლებსსაც ხელეწიფებათ მსგავსი შეცდომის, ხარვეზის გამოსწორება კანონმდებლობაში. სამწუხაროა ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი იმისა, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის პრორუსული საარჩევნო რეკლამის შესახებ, რომელიც მაუწყებლის ეთერში გავიდა.

კომენტარები