არჩევნები 2016

გეგიძე ივანიშვილზე: მაღალი კომპეტენციის ადამიანის ხშირი კონტაქტი ხალხთან კარგია

ბიძინა ივანიშვილის ნათქვამ ფრაზაში "მოსახლეობას პრობლემები აქვს, რომ ზუსტად შეაფასოს მოვლენები" ცუდს ვერაფერს ვხედავ. ხალხი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მაღალი კომპეტენციის ადამიანი რაც უფრო ხშირად შევა მოსახლეობასთან კონტაქტში, უკეთესია მისთვისაც და მოსახლეობისთვისაც. მეტი ანალიზი, მეტი კომპეტენცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბიძინა გეგიძე ამომრჩეველს ფალიაშვილზე, გეგეშიძის ბაღში შეხვდა. მან ტაბულასთან საუბარში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ნათქვამი შეაფასა - "მოსახლეობას აქვს პრობლემები შეფასებაში და მე მინდა, რომ დავეხმარო".

კომენტარები