კორცხელის ინციდენტი

ივანიშვილი: ვეჭვობ, კორცხელის ინციდენტი ენმ-ის მხრიდან იყო ინსპირირებული

კორცხელს რაც შეეხება, გამოძიება ჯერ არ არის დასრულებული, როგორც მე ვიცი, მაგრამ ხელკეტები საიდან მოდიოდა და ვისი მიტანილი იყო, თითქმის გარკვეულია საზოგადოებაში. კარგად ჩანს ფოტოებზე. ხაზს გავუსვამ, ხელისუფლებაა ვალდებული, რომ აღკვეთოს მსგავსი ღონისძიებები და პრევენციები გაატაროს, მაგრამ ვერ დავმალავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ასეთი პროვოკაციების სპეციალისტი. არ მგონია, რომ ეს მოხდა ბუნებრივად და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ინსპირირებული იყო მხოლოდ მათი მხრიდან.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან კორცხელის ინციდენტზე საუბრობს.

კომენტარები