ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი

ხვიჩია: გული მწყდება, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და სათანადოდ არ მოუვლიან

სათითაოდ ხდება ყველა ქოთნის აღწერა, დალუქვა, მასზე რაღაც ოქმის შედგენა. იმ ტემპით, რა ტემპითაც ეს მოქმედებები ახლა მიმდინაროებს, როგორც მე ვხვდები, ეს წაიღებს მთელ დღევანდელ დღეს. მშვიდი მდგომარეობაა. გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს მცენარეებს წაიღებენ და არ ვარ დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც სათანადოდ მოუვლიან

ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია პარტიის ოფისში შსს-ს წარმომადგენლების მისვლის შესახებ. სამართალდამცავები ოფისში 2016 წლის 31 დეკემბერს მარიხუანის დათესვის გამო მივიდნენ. იაგო ხვიჩია ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის პროცესს ადვოკატის სტატუსით ესწრება.

კომენტარები