ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: მე დავპატიჟე ყველა მატარებელში

თავიდან, როდესაც გავხდი პრეზიდენტი, მე შევადარე ეს ყველაფერი მატარებელს, მაშინ დავპატიჟე ყველა - მოგზაურობაში წავიდეთ და წავიდეთ წინ. საქართველოს ამ შემადგენლობამ გაიარა ძალიან დიდი გზა ძალიან სწრაფი ტემპით. ბევრი მგზავრი ამოვიდა პირველ ვაგონებში და, მათ შორის, პირველი ვაგონების ბევრი მგზავრი გზაში ჩავიდა. ზოგი ჩავიდა მშვიდად, ზოგი ჩავიდა ფურთხებ-ფურთხებით, ზოგი ჩავიდა და ყვება, რომ ამ მოგზაურობაში რაღაც საშინელებები მოისმინა და ნახა, ზოგი ცდილობს, რომ მატარებელი რელსებიდან გადაიყვანოს, მაგრამ ეს მატარებელი სულ აგრძელებდა სიარულს, სანამ 2012 წელს არ გაგვაჩერეს, რადგან მართლა ბევრი პროცესი მოხდა. ეს პროცესები, რაც 2012 წელს მოხდა, ბევრად უფრო დიდი, გლობალური მოვლენა იყო, ვიდრე შიდა ქართული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები