სუს-ი

გოცირიძე სუს-ზე: 118 მილიონი იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში

თქვენ აპირებდით საარჩევნო კანონის შეცვლას, თქვენი ლოზუნგი იყო - შევცვალოთ მაჟორიტარული სისტემა. 45 მაჟორიტარი გავიყვანეთ არჩევნების მეორე ტურში, მესამედი ავიღეთ პროპორციულში, ხომ არსებობს ლოგიკა, რომ მესამედი მაინც გაგვეყვანა, 15 კაცი მაინც გაგვეყვანა, რომ არ ყოფილიყო საკონსტიტუციო უმრავლესობა? რამდენი გავიყვანეთ? თეორიული ალბათობის შეცდომაც კი არსებობს და ერთი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთიც ვერ გავიყვანეთ. იმიტომ, რომ ეს არის მახინჯი, კორუმპირებული სისტემა, როდესაც არჩევნებს ატარებს ფული და სუს-ი. სუს-მა მოგაგებინათ ეს არჩევნები და ახლა გაგიტკბათ. ხომ ჩაწერეთ, რომ 2020 წლიდან გაუქმდება მაჟორიტარული არჩევნები? იქნება 2020 წლიდან? არაფერიც არ იქნება, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ სუს-ის იმედი, ამ ძალაუფლებით აღჭურვილი სუს-ის იმედი და კარგად დავინახეთ, როორ იქცეოდა ის. სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია, სწორად ითქვა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში ვერ გამოავლინეთ? 118 მილიონი იხარჯება პოლიტიკური ოპოზიციის დევნაში, უსმენენ ყველას.

ენმ-ის დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ მოსმენების შესახებ კანონის განხილვაზე.

კომენტარები