საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ზენონი: საპატრიარქოში ფინანსური აუდიტის საჭიროება არსებობს

აუდიტის შემოსვლა ძალიან ნორმალური ფორმაა. მე თვითონ 5 წელი ვიყავი საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე. ჩვენ თავის დროზე, ეს არის 1998-2002 წლები, თვითონ ვიყავი ინიციატორი და მოვიწვიეთ აუდიტი, ჩატარდა და იმის მიხედვით ვიმოქმედეთ. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. არ იქნება უმართებულო, რომ სინოდის სხდომაც გაიმართოს.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს საპატრიარქოში ფინანსური აუდიტის საჭიროების შესახებ ჟურნალისტების კითხვას პასუხობს.

კომენტარები