მარტორქა საპატრიარქოში

ტყემალაძე: ივანიშვილის დავალებით მოვკალი მარტორქა, ფიტული საპატრიარქოშია

პარტიარქს გაუჟღერებია, რომ მარტორქა ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოა და მისი ძვლისგან დამზადებულ ჯვარს, თურმე, ჩვენი მეფეები ატარებდნენო. ეს მოუსმენიათ ბატონ ბიძინას და სოსო ორჯონიკიძეს და ორივეს ცალ-ცალკე შეუკვეთია ამ ცხოველის მონადირება. აფრიკაში წავედი ბატონი ბიძინას დავალებით... სულ 9 ტყვია ვესროლე მარტორქას. ძალიან ძლიერი და დიდი იყო და ამიტომ გართულდა მისი მოკვლა. ფიტული საქართველოში ჩამოვიტანე და დღეს ის საპატრიარქოშია დაცული. რომ ჩამოვედი პატრიარქმა მიმიღო, დამლოცა, ახსნა-განმარტება გამაკეთებინა, თუ რისთვის მოვკალი და ბოლოს მკითხა: თემურ, შვილო, არ შეგეცოდაო? ავუხსენი, რომ ეს იყო მოხუცი ცხოველი, რომელიც უკვე საშიშროებას წარმოადგენდა ბუნებისთვის. უწმიდესმა მიპასუხა: შვილო, ახალგაზრდებს არ ესროლოო. ამ სიტყვებზე ცუდად გავხდი

მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ტყემალაძე თბილისელებს მოუყვა, როგორ მოინადირა მარტორქა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პატრიარქს მიართვა

კომენტარები